შეიყვანეთ თქვენი მონაცემები


კალათის ფასი:
მიტანის ფასი: +
სრული ფასი:

მითითებულ ნომერზე თქვენ მიიღებთ ვერიფიკაციის კოდს

VERIFICATION CODE

მითითებულ ნომერზე თქვენ მიიღებთ ვერიფიკაციის კოდს

კალათა

ჯამური ფასი: 0
შეკვეთის დასრულება

ზოგადი დებულებანი:

წინამდებარე მოხმარების წესები და პირობები, წარმოადგენს მრავალჯერადი
გამოყენებისათვის გამიზნულ პირობებს, რომელიც შედგენილია
საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით და რის შესაბამისადაც
რეგულირდება ურთიერთობა Firewok-სა და მომხმარებელს შორის.
Firewok-ი წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას, რომლის
მონაცემებია: შპს. „კოსმო ინკ“ საიდენტიფიკაციო ნომერი 402029185,
იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, გ. ჩიტაიას 38. ტელ: +995 599 16 39 38
ვებ გვერდი: www.firewok.ge ელ. ფოსტა: info@firewok.ge
ვებ გვერდის მეშვეობით, მომხმარებელს, წინასწარ განსაზღვრული ფულადი
თანხის გადახდის სანაცვლოდ ეძლევა საშუალება ისარგებლოს შემდეგი
მომსახურებით: ვებ გვერდზე განთავსებული საკვები და სასმელი
პროდუქციის შეძენა. საკურიერო მომსახურება, მომხმარებლის მიერ
მითითებულ მისამართზე მიტანა. ასევე სხვა ყველა ვებგვერდზე
განთავსებული მომსახურებით.
Firewok-ს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეიტანოს მომსახურების პირობებში
ცვლილება, ვებგვერდის მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომი ფორმით.
მომსახურების პირობები:
პროდუქციის შეძენა და საკურიერო მომსახურება ხორციელდება ვებ გვერდის
მეშვეობით. ვებ გვერდი არ მოითხოვს რეგისტრაციას.
ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქციის შეძენა ხდება კალათაში
დამატებით. მომხმარებელი უთითებს ისარგებლებს, თუ არა მიტანის
სერვისით. მიტანის სერვისი ვრცელდება ქალაქ თბილისის ფარგლებში, ამ
მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა მიუთითოს
ის მისამართი, რომელზეც სურს პროდუქციის მიღება. შეძენილი პროდუქციის
თავად წაღების შემთხვევაში, ესტუმრეთ ქალაქ თბილისში განლაგებულ
Firewok-ის კვების ობიექტებს.
მომხმარებელი ირჩევს გადახდის ფორმას ( უნაღდო ან ნაღდი
ანგარიშსწორების ფორმა)
უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საკრედიტო/სადებეტო ბარათებით.
ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება, ნაღდი ფულის გადაცემის გზით,
კვების ობიექტზე მიღებული პროდუქციის სანაცვლოდ. ადგილზე მიტანის
შემთხვევაში მომხმარებელი ნაღდი ფულით ახდენს ანგარიშსწორებას
Firewok-ის ოფიციალურ წარმომადგენელთან, მიღებული პროდუქციის
სანაცვლოდ.

შეკვეთის დასრულებისთვის მომხმარებელმა უნდა მონიშნოს შესაბამისი
გრაფა, რომ ეთანხმება ვებ გვერდის მოხმარების წესებსა და პირობებს.
შეკვეთის წარმატებით განთავსების შემთხვევაში, დასტურის ნიშნად
მომხმარებელი მიიღებს სმს-შეტყობინებას უნიკალური კოდით. შეკვეთის
სრულყოფილად შესრულებისთვის, მომხმარებელმა უნდა მიუთითოს
საკუთარი მოქმედი ტელეფონის ნომერი. მომხმარებელმა ზუსტად უნდა
მიუთითოს მისამართთან დაკავშირებული ინფორმაცია, როგორიცაა:
სადარბაზო, სადარბაზოს კოდი, სართული და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია,
რომელიც აუცილებელია მიტანის მომსახურების შესრულებისთვის.
თანხის უკან დაბრუნება:
შეკვეთისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნება ხდება Firewok-ის მიერ
შეკვეთის მიუწოდებლობის შემთხვევაში, რაც არ ვრცელდება ა)
მომხმარებლის მიერ არასწორად მითითებული მისამართისგან და სხვა
არსებითი მონაცემის გამო, შეკვეთის მიუწოდებლობის შემთხვევებზე. ბ)
მომხმარებლის მიერ მიტანილ შეკვეთაზე უარის თქმის შემთხვევაზე. გ)
შეკვეთის მცირედ დაგვიანებაზე, შეფერხების ან სხვა შემთხვევებზე, ასეთ
შემთხვევაში გადახდილი თანხა არ დაბრუნდება. შეკვეთის გაუქმება
შესაძლებელია განსაზღვრული დროის განმავლობაში, რაც მოიცავს 5 (ხუთი)
წუთს შეკვეთის მიცემიდან.
Firewok-ი ვალდებულია:
მიიღოს და შეასრულოს მომხმარებლის შეკვეთა, მარაგში შეკვეთილი
პროდუქციის არსებობის შემთხვევაში. შეკვეთის მიღებიდან არაუგვიანეს 40 –
60 (ორმოცი - სამოცი) წუთის ან 60 – 90 (სამოცი - ოთხმოცდაათი) წუთის
განმავლობაში, მისამართიდან გამომდინარე. საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიცვას მომხმარებლის პერსონალური
მონაცემები. მომხმარებელს მიაწოდოს ხარისხიანი, სანიტარული და
ჰიგიენური სრული ნორმების დაცვით დამზადებული პროდუქცია.
მომხმარებელი ვალდებულია:
Firewok-ს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია (სახელი, გვარი, მისამართი,
ტელეფონის ნომერი). გადაიხადოს პროდუქციის ღირებულება.
კეთილსინდისიერად და დროულად მიიღოს შეკვეთილი პროდუქცია.
გადახდის წესი:
პროდუქციის ფასები მოცემულია ვებ გვერდზე და მოიცავს საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. პროდუქციის ფასები არ
მოიცავს მიტანის მომსახურების საფასურს. თუ პროდუქციის ჯამური

ღირებულება აღემატება 30 ლ-ს ცენტრალურ უბნებში, ხოლო 40 ლ-ს გარე
უბნებში თბილისის მაშტაბით, პროდუქციის ღირებულებას მიტანის
ღირებულება არ ემატება. შეკვეთილი პროდუქციის ფასი და მიტანის
მომსახურების საფასური აისახება მომხმარებლის კალათაში, შეკვეთის
დასრულების და თანხის გადახდის მიზნით.
პროდუქცია:
პროდუქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
ხარისხის სტანდარტებს და მოთხოვნებს. დამზადებულია ჰიგიენური
ნორმების სრული დაცვით.
პროდუქციის შემადგენელი ინგრედიენტების შესახებ ძირითადი ინფორმაცია
გნათაცსებულია ვებ გვერდზე, დაწვრილებით ყველა ინგრედიენტის შესახებ
ინფორმაცია არ არის მოცემული. პროდუქცია შესაძლოა შეიცავდეს ალერგიის
გამომწვევ ინგრედიენტებს, როგორიცაა: სეზამი, არაქისი და სხვა.
მომხმარებლის საკვების მიმართ განსაკუთრებული ან ჩვეულებრივისგან
განსხვავებული მოთხოვნილებების არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელმა
უნდა მიმართოს Firewok-ს პროდუქციის შესახებ მისთვის საინტერესო
ინფორმაციის მისაღებად.

პერსონალურ მონაცემთა დამუშავება:
მომსახურებით სარგებლობისას, ვებ გვერდზე რეგისტრირებული მონაცემების
დამუშავება ხდება Firewok-ის მიერ, ვებ გვერდით შემოთავაზებული
მომსახურების მისაღებად. მომხმარებელს უფლება აქვს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ინფორმაცია Firewok-ის მიერ
პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე, მოითხოვოს მისი წაშლა
და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოქმედებების განხორციელება
Firewok-ის ოფიციალურ ელ.ფოსტაზე წერილის გაგზავნის მეშვეობით:
info@firewok.ge
დასკვნითი დებულებანი:
დავის წარმოშობის შემთხვევაში მხარეები ეცდებიან დავა გადაჭრან
მოლაპარაკების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმეს განიხილავს
სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. Firewok-ის
მიზანია კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულოს შემოთავაზებული
მომსახურება. ზრუნავს ვებ გვერდის მეშვეობით შემოთავაზებული
მომსახურების ხარისხის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე,
დაინტერესებულია მომხმარებლების მოსაზრებებით მომსახურების
ხარისხთან დაკავშირებით. ვებ გვერდის, მომსახურებისა ან წინამდებარე
მოხმარების წესებსა და პირობების შესახებ კითხვების არსებობის

შემთხვევაში, გთხოვთ კითხვები გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტის
მისამართზე: info@firewok.ge